Monday, June 3, 2019


თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერეს ჩვენი ქვეყნის წარსულის, კულტურის, მომხიბვლელი ბუნების თუ ისტორიული ძეგლების მიმართ. საქართველო ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო ქვეყნად, რასაც თვალნათლივ მოწმობს ყოველწლიური სტატისტიკა ტურისტთა მზარდი რაოდენობის შესახებ.                    
დღეისათვის ტურიზმი ითვლება საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ და პერსპექტიულ დარგად, ამიტომ თვითოეული ჩვენთაგანის ვალია ხელი შევუწყოთ ნებისმიერ სტუმარს ჩვენი ქვეყნის, მისი ტრადიციების თუ კულტურის უკეთ გაცნობასა თუ მონახულებაში.                                               საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრია, ქართული კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი მიზანია საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის შევქმნათ გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება მათ ჩვენი ქვეყნის კულტურის თუ ტრადიციების უკეთ შეცნობასა და მონახულებაში.   
საქართველოს ყველა კუთხე ერთნაირად საინტერესო და მომხიბვლელია, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ კახეთი, როგორც ერთ-ერთი საინტერესო რეგიონი როგორც ლანდშაფტური მრავალფეროვნებით ასევე მეღვინეობის განვითარების და ქართული ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციებით.
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული რეგიონი - კახეთი თავისი ისტორიით, ღირშესანიშნაობებითა და ტრადიციებით არის ცნობილი. ეკლესია-მონასტრების, სასახლეებსა თუ ციხესიმაგრეების სიმრავლით კახეთი ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული. კახეთში ექვსი დაცული ტერიტორიაა - ბაწარას, ბაბანეულის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ დაუვიწყარ სანახაობას და ექსტრემალურ თავგადასავლებს სთავაზობს.კახეთის ტურისტული მარშუტის მონაწილეები ადგილზე ეცნობიან ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციებს და ადგილზევე აგემოვნებენ ქართულ ღვინოს. ქართული ქვევრი იუნესკოს დაცვის ნუსხაშია შესული.
ტურისტები თავად იღებენ მონაწილეობას ღვინის დაწურვის პროცესში. თელავის, გურჯაანის და კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არის მცირე საოჯახო მარნები, სადაც უცხოელი სტუმრები არამარტო აგემოვნებენ ქართულ ღვინოს, არამედ ეცნობიან ვაზის მოვლის და ღვინის დაყენება-დავარგების პროცესს.                                        კახეთის რეგიონი ისტორიული ძეგლების სიუხვით და მრავალფეროვნებით არის გამორჩეული. თბილისიდან კახეთის მიმართულებით არაერთი ღირსშესანიშნაობაის ნახვაა შესაძლებელი: თბილისი  - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი - სიღნაღი - წინანდალი - შუამთა - იყალთო - გრემი - ალავერდის ტაძარი.   
იმედია ჩვენი პატარა გზამკვლევი ადამიანებს დაეხმარება ჩვენი ქვეყნის უკეთ გაცნობასა და მონახულებაში. „მინდა ვნახო რათა უკეთ შევიცნო . . .“
ეს არის ამ ნაშრომის მთავარი მიზანი.


თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერეს ჩვენი ქვეყნის წარსულის, კულტურის, მომხიბვლელი ბუნების თუ ისტორიულ...