ალავერდი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი: სამონასტრო
კომპლექსი.
ალავერდის
საეპისკოპოსოს
ცენტრი.
მდებარეობს
ალაზნის
ველზე
სოფ.ალავერდთან
(ახმეტის
რაიონი),
თელავიდან
20 კმ-ზე. ალავერდის
მონასტერი
VI საუკუნის
შუა
ხანებში
დააარსა
იოსებ
ალავერდელმა.
XI საუკუნის
დასაწყისში
კვირიკე
კახთა
მეფემ
ალავერდის
წმ.
გიორგის
პატარა
ეკლესიის
ადგილას
ააგო
საკათედრო
ტაძარი,
რომელიც
უმთავრესად
ალავერდის
სახელწოდებითაა
ცნობილი. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი
საეკლესიო
ნაგებობაა
საქართველოში
(41,7X26,4 მ,
სიმაღლე
50 მეტრამდე).
შენობის
გეგმას
საფუძვლად
უდევს
ჯვარი,
რომლის
სამი, ერთმანეთის
ტოლი
მკლავი
ნახევარწრიული
აბსიდებით
მთავრდება
და
ქმნის
ე.წ. ტრიკონქს.
დასავლეთის
მკლავი
წაგრძელებულია,
აქვს
გვერდის
ნავები.
საკურთხევლის
აბსიდის
ორსავე
მხარეს
მოთავსებულია
სამკვეთლოს
და
სადიაკვნეს
ოთახები.
გარედან
შენობას
სწორკუთხა
მოხაზულობა
აქვს.
ჯვრის
მკლავების
გადაკვეთაზე
აღმართული
გუმბათი
ოთხ
ბურჯს
ეყრდნობა.
ჩრდილოეთით,
სამხრეთით
და
დასავლეთით
ტაძარს
ღია
გალერეები
ჰქონდა,
რომლებიც
XIX საუკუნის
დასაწყისში
დაუნგრევიათ.
ამ
სამ
მხარეს
არის
მოთავსებული
ტაძრის
შესასვლელებიც.
შიდა
სივრცე
გამოირჩევა
გრანდიოზულობითა
და
დახვეწილი
პროპორციებით.
ინტერიერს
კარგად
ანათებს
ფართო
კარ-სარკმელებიდან
უხვად
შემოსული
სინათლე
(გუმბათს
16 სარკმელი
აქვს).
მონუმენტური
ფასადები
ძუნწად
არის
მორთული
(ეს
კახეთის
ძეგლების
საერთო
თავისებურებაა).
დამახასიათებელია
აღმოსავლეთი
ფასადის
აგებულება
- ხუთი
დეკორატიული
თაღი
და
ორი
ღრმა
სამკუთხა
ნიში. ტაძარი,
უმთავრესად
რიყის
ქვით
არის
ნაგები. კედლების
გარე
და
შიგა
პირი
კი
მოპირკეთებულია
შირიმის
მოზრდილი
კვადრებით.
ნაგებობა
გადახურული
ყოფილა
ცისფრად
მოჭიქული
დიდი
ზომის
კრამიტის
ფილებით,
რომელთა
ფრაგმენტები
დღემდეა
შემორჩენილი.
შემორჩენილია
აგრეთვე
წარწერები. ალავერდის
ტაძარი
მრავალჯერ
დაზიანებულა
მომხდურთაგან
და
მიწისძვრებისაგან.
პირველი
დიდი
რესტავრაციისას
(ალექსანდრე
კახთა
მეფის
დროს,
XV საუკუნის
80-იან
წლებში)
აღადგინეს
გუმბათის
ყელი
მთლიანად
და
კედლების
ცალკეული
ნაწილები.
1742 მიწისძვრის
დროს
დაზიანებული
ალავერდის
რესტავრაცია
დაიწყო
დედოფალმა
თამარმა
(1750) და
დაამთავრა
ერეკლე
II-მ.
ტაძრის
ყველა
აღდგენილი
ნაწილი
აგურით
არის
ნაგები.
XIX საუკუნის
ბოლოს
ალავერდის
ტაძარი
შიგნით
მთლიანად
შეათეთრეს.
კედლების
გაწმენდის
შემდეგ
(1966) გამოვლინდა
მხატვრობის
რამდენიმე
ფენა:
პირველი
და
უმნიშვნელოვანესია
XI საუკუნის
მოხატულობის
ფრაგმენტები.
სამხრეთის
მკლავის
კედლებზე
შემორჩენილია
XV-XVI საუკუნეების,
ხოლო
დასავლეთ
და
ჩრდილოეთ
კედლებზე
XVI-XVII საუკუნეების
ფრესკები. ალავერდის
ხუროთმოძღვრულ
კომპლექსში,
რომელსაც
გარშემორტყმული
აქვს
გალავანი
(XVII-XVIII სს.),
სხვადასხვა
დროის
ნაგებობები.
პალატი,
რომელიც
საქართველოს
ამ
ტიპის
ნაგებობათა
შორის
ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანია,
სამსართულიანი
შენობაა;
მისი
ქვედა
სართული
- დიდი
ზომის
კამაროვანი
დარბაზი,
XVI-VII საუკუნეებში
სატრაპეზო
ყოფილა.
1615 ახლო
პერიოდშია
აგებული
ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე,
მისი
მთავარი
სადგომია
რვაწახნაგა,
კამარით
გადახურული
და
ფართო
თაღებით
გახსნილი
ნაგებობა,
რომელზედაც
დაბალი,
კვადრატული
ოთახია
მიშენებული.
არის
სხვა
საცხოვრებელი
ნაგებობებიც,
აგრეთვე
აბანო,
მარანი,
სამრეკლო
და
სხვა.
თავდაპირველად,
ალავერდი
მამათა
მონასტერი
იყო.
XVII-XVIII საუკუნეებში
კი
აქ
დაარსდა
დედათა
მონასტერიც,
სადაც
მონაზვნად
აღკვეცილი
სამეფო
ოჯახის
წევრები
ცხოვრობდნენ.
ალავერდი
ლიტერატურულ
საქმიანობის
მძლავრი
კერა
იყო.
აქ
მოღვაწეობდნენ
ქართველი
მწერლები,
კალიგრაფები,
მწიგნობარნი,
მ.შ. ფილიპე ალავერდელი
(XVI-XVII სს.),
ზებედე
მთავარეპისკოპოსი
(XVII ს.),
ნიკიფორე
ირბახი
(ნიკოლოზ
ჩოლოყაშვილი,
XVII ს.),
მარიამ-მაკრინე
ბაგრატიონი
(XVIII ს.)
და
სხვები.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან ალავერდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში



No comments:
Post a Comment