შუამთა


ახალი შუამთა

ქართული მატიანე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აგებული ხალი შუამთის შესახებ ერთ მშვებიერ ამბავს გვიამბობს. კახთა მეფე ლევანმა (1520 – 1547 წწ) განიზრახა, მამია გურიელის ასელი, თინათინი ცოლად შეერთო. თინათის ამის თაობაზე სიზმრით ეუწყა და იხილა, რომ გზაზე, ერთ მთაზე, თეთრ შინდს წააწყდა - "მდგომარესა შვენიერ ადგილს", სადაც მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი უნდა აეშენებინამართლაც კახეთისაკენ მიმავალმა დედოფალმა გზად შეისვენა და სიზმარში ნანახი "შუენიერი ადგილიც" იხილა და "შინდი თეთრიც". თინათინმა აღთქმა დადო, რომ მონასტერს ააშენებდადედოფალს კახთა მეფე ლევანთან უიღბლო ქორწინება ჰქონდა. იგი თავისავე ნებით განეშორა მეფეს, ვინაიდან: "იყო ლევან ფრიად მეძავი და არღარა ინება მეუღლეობა მის თანა", - გვამცნობს "ქართლის ცხოვრება". ამ ამბით განრისხებულმა ლევანმა დედოფალს შვილები წაართვა. თინათინმა კი შუამთას მიმართა და იქ, "შინდსა მას ზედა", საკუთარი მზითვით ააშენა მონასტერი, სადაც თავად შემონაზვნდახალხი დიდ პატივს სცემდა დედოფალს. ყოველ აღდგომას მის საფლავზე კანდელს ანთებდნენ, ამ ბრწყინვალე დღესასწაულის თანა - სიხარულის ნიშნად.

ძველი შუამთა

ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-ზე მდებარეობს. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში სამი ეკლესია შედის. V საუკუნის ბაზილიკა, რომელიც ქართული   ქრისტიანული არქიტექტურის ადრეული საფეხურის ერთ ერთი საყურადღებო ნიმუშია; VII საუკუნეს მიეკუთვნება მცხეთის ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ეკლესია, რომელშიც აფსიდებისა და ბემების სიღრმე შემცირებულია, რის გამოც მთელი შენობის ფართობსია და მასის მიმართ გუმბათსი ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ნათლად იხატება ტრომპების კონსტრუქცია. მესამეა მცირე გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც აგრეთვე VII საუკუნისაა. ეს მინიატურული ნაგებობაც გეგმით ჯვრის ტიპისაა, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ აქ კუთხის ოთახების ნაცვლად, რაკი აფსიდების წინ ბემები გაქრა, ეკლესიის თითქმის ორივე ღერძი ტოლიაძველი შუამთის ეკლესიებს არ გააჩნიათ რაიმე მორთულობა, როგორც ეს კახეთის ძეგლებს ახასიათებს. არც წარწერები მოიძიება. სამივე ეკლესია რიყის ქვითაა ნაგები, კუთხეებისათვის კი შირიმია გამოყენებული. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფე ლევან II-ის (1520-1574 წწ.) მეუღლემ, თინათინ გურიელის ასულმა, დაარსა შუამთის ახალი მონასტერი. აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვარგუმბათოვანია, შიგნით - მოხატული. შემონახულია ქტიტორების პორტრეტები. შემდგომში ეკლესია განაახლა ერეკლე II-. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი.



No comments:

Post a Comment

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერეს ჩვენი ქვეყნის წარსულის, კულტურის, მომხიბვლელი ბუნების თუ ისტორიულ...