ქალაქი სიღნაღი მდებარეობს კახეთის ულამაზეს კუთხეში
- ქიზიყში.
ქალაქი
ზემოდან
დაჰყურებს
ულამაზეს
ალაზნის
ველს
და
კარგ
ამინდში
საოცარი
ხედებით
აჯილდოებს
მნახველს.
სახელწოდება
სიღნაღი
თურქული
სიტყვიდან
წარმოდგება
და
თავშესაფარს,
სხვა
წყაროების
მიხედვით
„აუღებელს“
ნიშნავს.
ქალაქი,
თელავის
მსგავსად,
მეფის
მამულად
ითვლებოდა,
მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა კი სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენდა. საუკუნეების
მანძილზე
აქ
იკვეთებოდა თბილისიდან,
ჰერეთიდან
და
თელავიდან
მომავალი
სავაჭრო საქარავნო
გზები.
ამის
გამო
სიღნაღი
ხელოსანთა
და
ვაჭართა
დასახლებად
ჩამოყალიბდა.
ინფრასტრუქტურა,
აღდგა
და
განახლდა
გალავანი,
მოპირკეთდა
ქუჩები,
შენობებს
ისტორიული,
საუკუნისწინანდელი
იერი
დაუბრუნდა.განახლებულ
სიღნაღში
მრავალი
ღირსშესანიშნაობაა,
მათ
შორის
სიღნაღის
არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული
მუზეუმი,
სადაც
მსოფლიოს
უდიდესი
თვითნასწავლი
მხატვრის,
ნიკო
ფიროსმანიშვილის
უნიკალური
ფერწერული
კოლექცია
ინახება.
შემოდგომაზე
სიღნაღში
იმართება
ღვინის
ფესტივალი,
სადაც
ღვინისა
და
ალკოჰოლური
სასმელების
მწარმოებელი ქართული კომპანიები წარმოადგენენ თავიანთ პროდუქციას - როგორც ქვევრის,
ისე
ქართული
(ე.წ. `გლეხური“)
და
ევროპული
წესით დაყენებულ
ღვინოებს.
ფესტივალზე
ხალხური
რეწვის
ნიმუშების
(თექა,
ქვილთი,
ხალიჩები,
ფარდაგები,
სალამურები,
ფანდურები
და
ა.
შ.)
ნახვაც
შეიძლება.
შეიცვალა სიღნაღის გალავანი უსაძირკვლოდ, რიყის ქვით, ქვიშითა და კირით არის აგებული. მასზე მოსახვედრად რამდენიმე ადგილას ქვის კიბეებია მოწყობილი. გალავანი ორიარუსიანია. ზედა იარუსის
კედლებში
პირდაპირი
და
ძირს
დახრილი
სათოფურები
მორიგეობით
არის განლაგებული.
კედლებში
დატანებულია
2- და
3-სართულიანი
23 კოშკი,
რომელთა
დიამეტრი
3-3.5 მ-ია, ხოლო სიმაღლე
- 4-5 მ.
კოშკებს
ქიზიყის
სოფლების
სახელები
აქვთ.
თითეულ
კოშკს
მტრის
შემოსევისას
იმ
სოფლის
მოსახლეობა
აფარებდა
თავს,
რომლის
სახელიც
ერქვა.
წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და ბოდბის (ქიზიყის) ეპარქიის საეპისკოპოსო ცენტრი სიღნაღიდან
2 კმ-ით არის დაშორებული. ტაძარი
IV ს-ში ააგეს ქართველთა
გამაქრისტიანებლის
წმინდა
ნინოს
საფლავზე.
დღეს
ბოდბეში
აქტიური
სამონასტრო
ცხოვრება
მიმდინარეობს, ხოლო მონასტრის
შორიახლო
მდებარე
წყაროზე,
რომელიც
წმ.
ნინოს
ლოცვით
აღმოცენებულა,
განსაბანი
და
პატარა
ტაძარია.
წყაროს
საოცარ
სამკურნალო
თვისებებს
მიაწერენ
და
მას
უამრავი
ადამიანი
სტუმრობს.






No comments:
Post a Comment