წინანდალი


თუ კახეთში გიწევს მოგზაურობა, აუცილებლად უნდა ჩახვიდე წინანდალში და ნახო ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი.
ლოკაციის აღწერაწინანდლის სასახლე გარსევან ჭავჭავაძეს ეკუთვნოდამეფე ერეკლე II-ის დროს საქართველოს სრულუფლებიან ელჩს რუსეთში. სასახლე მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟსალექსანდრე ჭავჭავაძეს გადაეცა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტს და საზოგადო მოღვაწეს.
წინანდლის სასახლის დღემდე შემონახული შენობა 1886 წელს აშენდა და ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. იქ დაცულია ჭავჭავაძეების ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მე-19 საუკუნის სხვადასხვა სახის გამოცემები, მე-18 საუკუნის ხელნაწერები, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, ფერწერული და ლითოგრაფიული ნიმუშები, მე-18-მე-19 საუკუნეების ქართული, რუსული და  ფრანგული ავეჯი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის -ჩინური, იაპონური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ქართული და რუსული ჭურჭელი მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად.
ალექსანდრე ჭავჭავაძემ დეკორატიული პარკის გაშენება 1830 წლიდან დაიწყო. დღეისათვის პარკი 18 ჰექტარს იკავებს, იქ უნიკალური სუბტროპიკული, სამკურნალო და ტექნიკური მცენარეებია დარგული. პარკში ასევე ჩინეთიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან, ხმელთაშუა ზღვის და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილ ეგზოტიკურ მცენარეებსაც ნახავ.
პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს 1835 წელს აშენებული ერთ-ერთი პირველი მარანი საქართველოში, სადაც დაცულია სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსხმული ღვინის 16 500-მდე ბოთლი. ალექსანდრე ჭავჭავაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ადამიანია, ვინც წინანდალში ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო ბოთლში ჩამოასხა და საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაუყარა საფუძველი.

No comments:

Post a Comment

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერეს ჩვენი ქვეყნის წარსულის, კულტურის, მომხიბვლელი ბუნების თუ ისტორიულ...