იყალთო


. თელავის დასავლეთით, 7-8 კმ.-ზე მდებარეობს იყალთოს მონასტერი, რომელიც დაარსდა VI საუკუნის მეორე ნახევარში ერთ-ერთი ასურელიმამათაგანის” – წმიდა ზენონის მიერმონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. აქ დაფუძნდა უმაღლესი სკოლა-აკადემია, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი. ღირსი არსენ იყალთოელი დაიბადა დაახ. XI საუკუნის შუა წლებში. იგი იყო წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის ერთ-ერთი საიმედო მრჩეველი. წმიდა არსენ იყალთოელი საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანად შერაცხა. იგი დაკრძალულია იყალთოში მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.
ჩვენამდე მოღწეულია იყალთოს აკადემიის ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეკლესია: ღვთაების, ყველაწმიდისა და სამების. ასევე, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესიაღვთაება” (აგებულია იმ ძველი ეკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო წმ. მამა ზენონი) და სამების მცირე ეკლესია, რომელშიც, მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 х9 ) და როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ აკადემიის მთავარი შენობის ირგვლივ არსებობდა მრავალი სახელოსნო, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობა და სათავსო.
იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვ. აღნიშნული თეორიული კურსების გარდა, მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვ.
დღესდღეობით იყალთოს კომპლექსში შემავალი ტაძრები მრავალჯერაა რესტავრირებული და მათი თავდაპირველი სახე ძალიან შეცვლილია.


No comments:

Post a Comment

თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერეს ჩვენი ქვეყნის წარსულის, კულტურის, მომხიბვლელი ბუნების თუ ისტორიულ...